დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეს სთავაზობს ONEX-ი საკუთარ მომხმარებელს

რა სიახლეს სთავაზობს ONEX-ი საკუთარ მომხმარებელს

17-07-2024 22:00:00

Pinduoduo-დან ნივთების შეძენისას მომხმარებელს ჩინეთის საწყობის მისამართის შევსება აღარ სჭირდება. როგორც ONEX-ში განმარტავენ, Onex X-სა და Pinduoduo-ს პირდაპირი თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი Pinduoduo-ს აპლიკაციიდან ირჩევს Georgian Onex-ის 36 გაცემის პუნქტიდან ერთ-ერთი ან შეუძლია  "სახლში მიტანის" სერვისით ისარგებლოს და ისე მიიღოს საკუთარი შეკვეთა.

ამანათი Pinduoduo-ს საწყობიდან პირდაპირ გაიგზავნება ONEX-ის ჩინეთის საწყობში, საიდანაც შემდგომ დაუყოვნებლივ იგზავნება საქართველოში.

აღსანიშნავია ისიც, რომ Onex-ის ჩინეთის საწყობი უკვე მუშაობს კვირაში 7 დღე. შეკვეთები იგზავნება კვირაში 3-ჯერ.

„მალე თქვენ შეძლებთ Pinduoduo-ს აპლიკაციის გამოყენება ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რაც გაგიადვილებთ ონლაინ შოპინგს“, - აღნიშნავენ ONEX-ში.

დღეისათვის თბილისის მასშტაბით ONEX-ის Locker-ებიდან ნივთების გატანა შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:

საბურთალო, თავხელიძის ქუჩა N1

ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა N90

 ჩუღურეთი, მარჯანიშვილის ქუჩა N26

 ისანი, აწყურის ქუჩა N47

ვარკეთილი, შუამთის ქუჩა N12

დიდი დიღომი მირიან მეფის ქუჩა N84

კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-სთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში ONEX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთები Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ გაიტანონ.
ONEX-ის მომხმარებლისთვის სერვისის შეკვეთა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს Delivo-ს სასურველ/უახლოესს სერვის ცენტრს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მთავარი ქალაქებისა და მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით, შეკვეთის მიღებას კი უმოკლეს დროში შერჩეული ფილიალიდან სრულიად უფასოდ შეძლებს.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები