დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ხვალ Apple-ის გრანდიოზულ პრეზენტაციაზე

რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ხვალ Apple-ის გრანდიოზულ პრეზენტაციაზე

11-09-2023 13:00:29

12 სექტემბერს Apple-ი ახალ პროდუქტებს წარადგენს, მათ შორის იქნება iPhone 15. ღონისძიება აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის თეატრში, ჩატარდება. ახალი გაჯეტების პარალელურად ღონისძიებაზე iOS 17-ს, iPadOS 17-სა და watchOS 10-საც წარადგენენ.

წლევანდელ სიახლეებს შორის იქნება ისიც, რომ ახალ მოდელებს ახალ iPhone-ებს უნივერსალური USB-C დამტენის პორტი ექნება, რომელიც Apple-ის ტრადიციულ Lightning პორტს ჩაანაცვლებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max ოქროსფერი ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ასევე iPhone 15 Pro-ს კორპუსი უჟანგავი ფოლადის ნაცვლად ტიტანისგან იქნება დამზადებული.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე კომპანია Apple იქნება პირველი, ვინც გამოუშვებს სმარტფონს, რომელსაც 2 ტერაბაიტი შიდა მეხსიერება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ iPhone 15 Pro და 15 Pro Max ხელმისაწვდომი იქნება რეკორდული 2 ტერაბაიტიანი მეხსიერებით. შედარებისთვის, iPhone 14 Pro-სა და 14 Pro Max-ის შეძენა შესაძლებელია 1 ტერიბატი მეხსიერებით.

ასევე, Apple-ის ახალ პრემიუმ სმარტფონებს ექნება მინიმუმ 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. ამრიგად, iPhone 15 Pro და 15 Pro Max მოდელები ხელმისაწვდომი იქნება 256 და 512 გიგაბაიტიანი ვერსიით, ასევე 1 და 2 ტერაბაიტით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები