დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს „შოკოტელა“ მომხმარებლს

რა სიახლეებს სთავაზობს „შოკოტელა“ მომხმარებლს

14-10-2023 13:56:52

ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ მალე მომხმარებლებს ახალ ბომბონებს და ჰელოუინთან დაკავშირებულ შოკოლადების კოლექციას შესთავაზებს.

როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის „შიკოტელკაში“ სიახლეა შოკოლადის დრაჟეები. 

„ეს დრაჟეები გაყიდვაში გვაქვს 200 და  400 გრამიანი შეფუთვებით. არის ასევე ნუშისა და თხილის დრაჟეები სამ სხვადასხვა სახეობის შოკოლადში: რძიანი, თეთრი და შავი. გვაქვს ასევე სამარხო ვარიანტიც. 400 გრამიანი შეფუთვები კი არის უკვე მიქსები, მაგალითად თხილის დრაჟეების მიქსი, სადაც შედის თეთრი შოკოლადი თხილით, რძიანი შოკოლადი თხილით და შავი შოკოლადი თხილით. გაქვს ასევე, ნუშის დრაჟეების მიქსები. ასევე გვაქვს სამარხო მიქსი, სადაც სამარხო შოკოლადის შოკოლადია ნუშით და თხილით“, - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ.

„შოკოტელას“ მფლობელი მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზეც აცხადებს და ამბობს, რომ აგვისტოსთან შედარებით მათი რაოდენობა 25%-მდეა გაზრდილი. 

„მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა. ნელ-ნელა იზრდება, უკვე ჩვენი სეზონი მოდის. აგვისტოს შემდეგ კლიენტების 20-25%-იან ზრდაზე უკვე შეგვიძლია საუბარი. ჩვენთან უცხოელი კლიენტები ზაფხულშიც აქტიური იყო, ახლა უბრალოდ ქართველი მომხმარებლები აქტიურდებიან და ზრდა ამ მიმართულებითაა“, - ამბობს მარიამ კაპანაძე.

მისივე განმარტებით, ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ ნელ-ნელა ახალი წლისთვისაც იწყებს მზადებას და მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები