დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის კრევეტების იმპორტი განხორციელდა იანვარ - თებერვალში

რა მოცულობის კრევეტების იმპორტი განხორციელდა იანვარ - თებერვალში

01-04-2025 12:00:00

ქვეყანაში კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების (Pandalus spp., Crangon crangon) იმპორტმა 0.25 ტონა შეადგინა, რაშიც ქვეყანამ 2.29 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებით კი ქვეყანაში 117.67 ტონა კრევეტების იმპორტია დაფიქსირებული. შესაბამისად კლება 99,8%-ითაა შემცირებული.

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ კრევეტების იმპორტი ორი ქვეყნიდან, ბელგიიდან და ბელარუსიდან მოახდინა. 

ბელგია - 0.15 ტონა - 1.61 ათასი დოლარი;

ბელარუსი - 0.10 ტონა - 0.68 ათასი დოლარი. 

2024 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ქვეყანაში 598.25 ათასი დოლარის ღირებულების 117.67 ტონა კრევეტების იმპორტი განხორციელდა. კრევეტების იმპორტის კუთხით კი რეკორდული სწორედ 2024 წელი იყო. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები