მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ექსპორტზე 1,106,431.30 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 25%-იან კლებას ჩვენებს. გასული წლის 10 თვეში ექსპორტზე 1,468,188.08 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულება 49,106.18 ათასი დოლარი იყო, კლება 2023 წლის 10 თვის მაჩვენებლებთან 49%-ია. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულება 95,737.44 ათას დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე მაჩვენებლებით ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა თურქეთია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ჭრილში საქსტატის საიტზე მაჩვენებლები მხოლოდ ექსპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებით იძებნება და კონკრეტული მოცულობები გასაიდუმლოებულია. მაშ ასე, 2024 წლის 10 თვეში საქართველომ თურქეთში 40,147.67 ათასი დოლარის ღირებულები ელექტროენერგია გაყიდა. ანუ ღირებულების მიხედვით, ქვეყნიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 82%-ი თურქეთზე მოდის.
ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიას ყიდის:
უახლესი