Business Insider Georgia-თან ზოოტექნიკოსი ილია მთვარელიძე ამბობს, რომ თუთიყუშების ბიზნესიდან 200%-იანი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.
ზოოტექნიკოსი გორში, თუთიყუშების ფერმასა და ორ ზოომაღაზიას ფლობს.
„ჩემს ფერმაში გაზრდილი თუთიყუშის ფასი 45 ლარიდან იწყება. ფერმაში ამ დროისათვის 150 წყვილი „ტალღოვანი“ ჯიშის თუთიყუშია“, - ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ ფრინველის რეალიზაციას საკუთარ მაღაზიაში ახორციელებს.
„ჩემი წარმოება მაღაზიებში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი იყო, მაგრამ გაფართოების, დარგის განვითარებისა და სხვა ფერმერების საქმიანობაში ჩართვისთვის მიზნით გადავწყვიტე თუთიყუშები სხვებთან ერთად გამემრავლებინა.
როდესაც მომხმარებელი ჩემგან ოჯახს ყიდულობს მათთან 120-240 დღე კონტაქტი მაქვს, ვაძლევ რჩევებს და ა.შ. გამრავლების შემდეგ კი თუთიყუშებს, ანუ ნამატს, ისევ მე ვიბარებ და ვყიდულობ. ამიტომ 200 წყვილიდან ახლა 150 წყვილი დამრჩა. ბიზნესი მომგებიანია და წელიწადში 200%-იანი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი“, - აცხადებს ზოოტექნიკოსი.
ილია მთვარელიძის თქმით, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი „ტალღოვანი“ ჯიშის თუთიყუშებია, რომელიც ყველა სოციალური მდგომარეობის ადამიანზეა გათვლილი და საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე.
გარდა ტალღოვანებისა ფერმაში არიან ასევე „როზელები“, „განუყრელები“ და „კარელები“, თუმცა ამ დროისათვის მათი რეალიზაცია არ ხდება. ზოოტექნიკოსი რეალიზებას მხოლოდ მათი სათანადოდ გამრავლების შემდეგ დაიწყებს.
თუთიყუშების წყვილის მოვლა წლის განმავლობაში 50-ლარიდან 60 ლარამდე ჯდება. რაც შეეხება საკვებს, რასაც მარცვლეული მთლიანად იმპორტირებულია.
უახლესი