ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა შესაბამის ადგილებს განსაზღვრავს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი, მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება.
როგორც „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოპოვებისთვის წინაპირობები განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.
გიდების სერტიფიცირების პროცესზე აღსრულებაზე კონტროლი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ენიჭება.
აღნიშნული მიზნით, ადმინისტრაცია 2024 და 2025 წლებში გეგმავს დამატებითი ორი კადრის აყვანას, (ერთი კადრი - 2024 წელს და დამატებით კიდევ ერთი - 2025 წელს), რომელთან დაკავშირებული სახელფასო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები 2023-2025 წლებში მოსალოდნელია 70,706 ლარი, ხოლო კადრის აყვანის ერთჯერადი ხარჯი 8,240 ლარი.
ამასთანავე, გიდების სერტიფიცირების წესებისა და პროცედურების შესამუშავებლად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დასჭირდება გარე ექსპერტის მხარდაჭერა, რომლის ხარჯი შეფასებულია 15, 940 ლარს. ექსპერტის მომსახურება შესაძლებელია ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდეს დონორების მიერ.
უახლესი