რა ღირს საქართველოს უნივერსიტეტებში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა
02-09-2024 15:11:00
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრი) სწავლის წლიური ფასი უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა უმაღლესი სასწავლებლებს უმეტესობას წლიური ტარიფი 2024-2025 სასწავლო წელს 2250 ლარი აქვს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის მიმართულებით უმაღლესი ცოდნის მიღება ყველაზე ძვირი სტუდენტისთვის „კავკასიის უნივერსიტეტშია“, სადაც ქართულენოვან და ინგლისურენოვან სექტორზე სწავლის წლიური საფასური 8990 ლარია,
რა ღირს სწავლა ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური -2250 ლარი ქართველი და 3,000 აშშ დოლარი უცხოელი სტუდენტებისთვის
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- ქუთაისის უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ქ. ფოთი) წლიური საფასური - 2250 ლარი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქართულენოვანი) წლიური საფასური - 2460 ლარი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 4590 ლარი ;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი;
- საქართველოს უნივერსიტეტი წლიური საფასური - 3200 ლარი;
- კავკასიის უნივერსიტეტი წლიური საფასური 8990 ლარი;
- კავკასიის უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 8990 ლარი;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი;
- ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წლიური საფასური 4700 ლარი ;