დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძზე - სასტუმერო „ამბასადორი გოდერძის“ შეთავაზება

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძზე - სასტუმერო „ამბასადორი გოდერძის“ შეთავაზება

25-06-2023 11:00:12

მაღალმთიანი აჭარა, კურორტი გოდერძი ზაფხულში საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ სასტუმერო ამბასადორი გოდერძი სტუმრებისთვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს.

„დაისვენეთ ბუნების გარემოცვაში, სუფთა ჰაერზე, მოინახულეთ მწვანე ტბა და ბოტანიკური ბაღი, განიტვირთეთ ჩვენს აუზზე, სპაში და დაიმუხტეთ განახლებული ენერგიით.

საზაფხულოდ, სასტუმროში ამბასადორი გოდერძი მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება მრავალღამიან ჯავშნებზე:

3 ღამე 2 პერსონაზე - 850 ლარი (1050 ლარის ნაცვლად),

5 ღამე 2 პერსონაზე - 1250ლარი (1750 ლარის ნაცვლად),

7 ღამე 2 პერსონაზე - 1550 ლარი (2450 ლარის ნაცვლად)“. - აღნიშნულია სასტუმროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც  „ამბასადორი გოდერძი“-ში განმარტავენ, ღირებულებაში შედის: 2 სტუმრის განთავსება კომფორტულ ნომერში ინდივიდუალური აივნით, საუზმე, დახურული საცურაო აუზი, საუნა, ბავშვთა გასართობი სივრცე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები