ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის დამატებითი ტურისტული ნაკადების წინაპირობა გახდება. მარიამ ქვრივიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსი არის კიდევ უფრო მეტად დაახლოება ევროპულ ოჯახთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის გზა, რასაც ჩვენი ქვეყანა დადის. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ამ პროცესის მონაწილეები. ხელისუფლებას აქვს ძალიან სწორი, ძალიან თანმიმდევრული, ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე სულ რამდენიმე დღეში ერთად ვიზეიმებთ იმ დამსახურებულ სტატუსს, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია.
რა თქმა უნდა ეს ერთის მხრივ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე წერტილოვნად ვისაუბროთ დამატებით ჩვენს ქვეყანას რას მოუტანს. რა თქმა უნდა ეს არის კიდევ უფრო მეტად დაახლოება ევროპულ ოჯახთან, ევროპულ ქვეყნებთან. ბუნებრივია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ და ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო არეალზე. თუმცა რა თქმა უნდა უფრო ევროპულ ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო მეტად ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ევროპიდანაც“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
უახლესი