დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გათვლებია ლარის კურსთან მიმართებაში - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

რა გათვლებია ლარის კურსთან მიმართებაში - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

24-05-2024 18:00:00

გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი. როგორც ალექსანდრე ძნელაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, კურსთან მიმართებაში მოკლევადიანი რყევები არის მოსალოდნელი და ეს იქნება მოლოდინების ცვლილება.

„ვალუტის კურსთან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება ცოტა რულია. გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც კი არის სუსტი პროგნოზის გაკეთების საშუალება. მიუხედავად ამისა უნდა გამოვყოთ ორი მიმართულება. ერთია გრძელვადიანი ეფექტი, რაც ახლავს კურსის ცვალებადობას და მოკლევადიანი, მოლოდინების ცვლილება, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ახდენს ხოლმე რყევას სავალუტო კურსზე. აქ მნიშვნელოვანი არის, რამდენად მომზადებული ხვდება ამას შესაბამისი მარეგულირებელი, ამ მოკლევადიან პერიოდში რყევის დასაბალანსებლად, სებ-ის ყოველთვის აცხადებს, რომ მას მეთვალყურეობის ქვეშ აქვს ეს ყველაფერი, და მერე საკითხია, რამდენად გრძელვადიანად შეგწევს ანუ გაქვს საშუალება, რამდენად სავაჭრო ბალანსი გიწყობს ხელს, რომ გრძელვადიან პერიოდში ივარაუდო კურსის მნიშვნელოვანი, ან მცირედი ცვლილება. 

დღეის მდგომარეობით არაფერი შეცვლილი არ არის, რაც წინა პერიოდში იყო. 

კურსთან მიმართებაში მოკლევადიანი რყევები არის მოსალოდნელი, და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მოლოდინების ცვლილება. კონკრეტულ ცვლილებაზე მოლოდინები იცვლება ხოლმე  და კონკრეტული პირები ახდენენ ხოლმე რეაგირებას. მაგრამ გრძელვადიანში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. 


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები