დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში

რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში

24-12-2023 11:30:00

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა და ნაძვის ხის, სათამაშოების და განათებების ყიდვა მეტად აქტუალური გახდა.  გასაყიდ გამოტანილ საახალწლო პროდუქციას შეხვდებით ყველგან: ქუჩაში, მაღაზიებსა და თუ ონლაინ პლატფორმებზე.

Business Insider Georgia დაინტერესდა რა ღირს დღეისათვის საახალწლო ნაძვის ხე. როგორც Gorgia-ს ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებული ნაძვის ხეების სექციიდან ირკვევა, „გორგიაში“ ფასები 5,50 ლარიდან იწყება. ცხადია ნაძვის ხის ფასი დამოკიდებულია მის ზომაზე, მასალასა და ბრენდზე. თუმცა ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ მისულებს 60 სმ-იანი ნაძვის ხის შეძენა 1.90 ლარადაც კი შეუძლიათ.

იმავდროულად  gorgia.ge-ზე საახალწლო ნაძვის ხეებზე 17-დან 61%-მდე ფასდაკლების აქცია მოქმედებს.

ონლაინ პლატფორმაზე ყველაზე მაღალი 210 სმ-ის ნაძვის ხეებია, რომელთა ფასი (ფასდაკლებით) 255 ლარიდან 529 ლარამდეა.

gorgia.ge-ზე წარმოდგენილი ყველა საახალწლო ნაძვის ხე გათვლილია სხვადასხვა გემოვნების ადამიანზე. „გორგია“ ნაძვის ხის გარდა საკუთარ მომხმარებლებს ნაძვის ხის სათამაშოების, განათებების და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს.

მაგალითად ადგილზე მისულებს ნაძვის ხის სათამაშოების ფასი 0,50 თეთრიდან დაგხვდებათ. 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები