დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე - Galt & Taggart

რა ფაქტორები მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე - Galt & Taggart

25-09-2023 12:54:23

საქსტატის მიხედვით 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა, რაც მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით.

სექტორულ ჭრილში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა:

  • ვაჭრობა (+14.6% წ/წ),
  • მშენებლობა (+22.7% წ/წ),
  • განათლება (+19.6% წ/წ),
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია (+20.2% წ/წ),
  • სახელმწიფო მმართველობა (+11.1% წ/წ).

ამასთან, კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სოფლის მეურნეობა (-7.1% წ/წ),
  • დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8% წ/წ)
  • ელექტროენერგიის მიწოდება (-7.0% წ/წ).

„საქსტატის ივლისის 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით, 2023 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. ამასთან, ჩვენ 2023 წელს 6.8%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ.

ზრდის პროგნოზზე ასევე დადებითად მოქმედებს 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი, სადაც ხარჯები და შემოსავლები იზრდება თავდაპირველად დაგეგმილზე უკეთესი მაკრო პარამეტრების ფონზე (ამასთან, დეფიციტის და ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლები 3.0% და 38.4%-ზეა დაგეგმილი)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები