დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეღირება საქართველოში STARLINK-ის ინტერნეტის ინსტალაცია და სერვისი

რა ეღირება საქართველოში STARLINK-ის ინტერნეტის ინსტალაცია და სერვისი

09-11-2023 02:39:35

კომპანია  STARLINK-ი სოფიციალურ გვერდზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარი იქნება.

შესაბამისი აპარატურა 1780 ლარი ღირს, ხოლო ტრანსპორტირება 235 ლარი. 

რაც შეეხება ბიზნესისთვის ინტერნეტის ფასს, აპარატი 8 321 ლარი ღირს, მომსახურების საფასური თვეში 708 ლარიდან იწყება. პაკეტი განკუთვნილია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, სადაც 5-10 ადამიანი მუშაობს

SpaceX-ი საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას იწყებს. ამის შესახებ პოსტი დღეს ილონ მასკიმა X-ზე გამოაქვეყნა.

Starlink-ის ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტი ხელმისაწვდომია, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

საგულისხმოა, რომ Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები