უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, - Busieness Insider Georgia-თან აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ ის სამი სეგმენტი დაასახელა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს საქართველოში ყველაზე მეტად აინტერესებთ.
„23 სხვადასხვა პროფილის კომპანია მონაწილეობს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბიზნესფორუმში, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ქართულმა კომპანიებმა პირდაპირი კავშირი დამყარონ და ახალ ბაზარზე მათთვის სასურველი პარტნიორი იპოვონ და შეძლონ თავიანთი პროდუქციის გატანა. ინტერესია სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე ინვესტორებს აინტერესებთ უძრავი ქონება და განახლებადი ენერგია“, - აღნიშნავს ცირდავა.
გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურ რეჟიმში მუშაობს საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.
„ამ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტი გაორმაგდება“, - ამბობს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, ფორუმზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სოლიდური კომპანიები არიან წარმოდგენილი.
თბილისში მიმდინარე ბიზნესფორუმს ესწრებიან Elite Agro Holding LLC - სი ( სოფლის მეურნეობა). DP World -ი (ლოგისტიკა პორტები ვაჭრობა), Agri of Yas Holding LLC-სი, (სოფლის მეურნეობა, ავიაცია, ვაჭრობა), LuLU Group International- ი (უძრავი ქონება, ვაჭრობა). Dhabi Contracting - ი (მშენებლობა, უძრავი ქონება).
შეგახსენებთ, რომ საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი თბილისში დღეს გაიხსნა. ფორუმს ესწრება ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოდან $31,091.1 ათასის პროდუქცია გავიდა.
მათ შორის:
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან საქართველოში $282,128.5 ათასის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
მათ შორის:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 13 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.
უახლესი