ვფიქრობ, იყო საკმაოდ საინტერესო თემატური კონფერენცია, რომელიც ეხებოდა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას და სექტორულ ანალიზს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BAG-ის ეგიდით პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე და სიჯანსაღეზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია ამ კუთხით და ასევე შევარჩიეთ ჩვენი ქვეყნის 6 ეკონომიკური სექტორი და თითოეულზე გვქონდა საკმაოდ კარგი სიღრმისეული და პროფესიული ანალიზი. ამის შემდეგ იყო ორი პანელური დისკუსია, პირველი დაეთმო მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებს, რომელშიც ძირითადად მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მეორე პანელი დაეთმო დისკუსიას და მიმოხილვას, რომელშიც უკვე ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ფხაკაძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზნესის წინაშე ორი ძირითადი გამოწვევა არსებობს, რის შესახებაც პრემიერთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ღიად ისაუბრეს.
„საქართველოს ბიზნესასოციაციას ჰქონდა პირველი პრეზენტაცია, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ 2019-2023 წლებში BAG ინდექსის გამოწვევებზე და მთავრობას დავანახეთ, რა არის დღეს ბიზნესის მთავარი გამოწვევა. 6 გამოწვევა არსებობს ბიზნესისთვის ბოლო წლებში და აქედან 4-ს აქვს დაღმავალი ტრენდი და ჩვენ ამას აქტუალურად აღარ მივიჩნევთ. არის დღეს ორი გამოწვევა - ეს არის სამუშაო ძალის ნაკლებობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ 18 თვეა, რამეთუ BAG ინდექსი იწარმოება 2019 წლიდან. ამ კვლევაში მონაწილეობენ წამყვანი კომპანიები და ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესის 75%-ს და ამ კვლევაში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ კონკრეტულ ბიზნესგადაწყვეტილებებს, ამიტომ ისინი კარგად გრძნობენ ბიზნესისა და ეკონომიკის მაჯისცემას. ამიტომ BAG ინდექსი კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. და არავისთვის არ არის უცხო, რომ სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი არის პრობლემა“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
უახლესი
49 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა