დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთთან ექსპორტი 393.5%-ით გაიზარდა - რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

ყაზახეთთან ექსპორტი 393.5%-ით გაიზარდა - რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

27-03-2023 11:10:07

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ყაზახეთში 77,937.56 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, ხოლო 3,067.58 ათასი დოლარის იყიდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე 2 თვის მაჩვენებლებით ექსპორტი 393.5%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 11.5%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ყაზახეთში 15,791.97 ათასი დოლარია პროდუქცია გაყიდა, ხოლო 3,466.84 ათასი დოლარის იყიდა. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარზე გატანილი პროდუქციის ღირებულების მიხედვით რეკორდული 2022 წელი იყო, რა დროსაც ყაზახეთში ექსპორტზე 238,173.32 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო იმპორტის კუთხით რეკორდული 2012 წელი იყო, როდესაც საქართველომ ყაზახეთიდან 132,411.79 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 

საინტერესოა წრიულ ჭრილში რაც ყიდულობს და რას ყიდის საქართველოს ყაზახეთის ბაზარზე, ამიტომ ჩვენ უახლოესი, 2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები გავაანალიზეთ. 

ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ყაზახეთში ვყიდულობთ: 

  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 10,130.17 ტონა,
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 5,699.57 ტონა,
  • ხორბალი და მესლინი - 3,703.00 ტონა,
  • ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - 3,281.45 ტონა
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 3,235.34 ტონა,
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 2,614.40 ტონა,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2,035.03 ტონა,
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1,438.10 ტონა,
  • პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 1,348.30 ტონა,
  • ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 1,266.12 ტონა.

ტოპ-10 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთის ბაზარზე ყიდის: 

  • მინერალური და მტკნარი წყლები - 40,138.31 ტონა,
  • მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - 9,240.46 ტონა,
  •  წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 8,774.08 ტონა,
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 7,508.00 ტონა,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3,693.66 ტონა,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2,884.28 ტონა, 
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1,936.92 ტონა,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1,881.67 ტონა,
  • ლუდი - 1,390.76 ტონა,
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 736.39 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები