დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

16-06-2023 17:55:20

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა. 

გიორგი ბაქრაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონიმიკის მაგისტრი Georgetown University, აშშ. განვითარების ეკონომიკის მაგისტრი Williams College აშშ.

გიორგი ბაქრაძე 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველია, ასევე არის სებ-ის მონეტარული კომიტეტის წევრი.

დიმიტრი ჯაფარიძე  2006 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან – სრულ პროფესორად. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.

მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა.შ

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები 10 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე ვეტო დაადო, შემდეგ კი პარლამენტმა დაძლია, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები