მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და როგორც კონსტიტუციის გარანტი ჩემი მოვალეობაა დავიცვა სებ-ის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი და ეკონომიკის ქვაკუთხედია. მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სებ-ის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა, ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის უფლება.
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებლად და უღირს საქციელად. ეს იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. კონსულტაცია არ ჩატარებულა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი. გარკვეული რეპუტაციული ზიანი იქნა მიყენებული სებ-ის და ქვეყნის მიმართ და იმათმა მიაყენეს ზიანი, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ქვეყნის და ბანკის რეპუტაციაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
უახლესი