საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება.
„პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!“, - დაწერა კობახიძემ.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.
უახლესი