პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება.
ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავენ:
1. საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
მომხსენებელი: ი. შავერდოვი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ზურაბ აზმაიფარაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ იაკოვ გაგოლანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „შატო იყალთოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 ივლისის №1140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროლეას“, შპს „დარჩის“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „დარჩი-ორმელეთი ჰესის“ შესახებ 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ატლას ენერგო“-ს შორის „კოდალისწყალი ჰესი“-ს შესახებ 2021 წლის 27 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის გასაფორმებელი ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პროექტის და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწონების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
12. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ფეხბურთის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე (UEFA EURO 2024) მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის ფულადი პრიზისა და ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ”
მომხსენებელი: თ. წულუკიანი
14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N2665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ო. შამუგია
15. საიდუმლო
(2 პროექტი)
უახლესი