„გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვედრა არის მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგი.
„ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ რომ მშვიდობა არ გვქონდეს, ქვეყანაში უბედურება და იგივე კატასტროფა გვექნებოდა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ყველა ვხედავთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა. ჩვენ ამით ვძლიერდებით. საქართველო ხვალ, ზეგ მშვიდობის შენარჩუნებით კიდევ უფრო ძლიერი იქნება თავისი სუვერენიტეტით, დამოუკიდებლობით, ეკონომიკით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ღირსეული ქართველისთვის, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს და იცის, თუ რას ნიშნავს სამშობლო, ყველა დამეთანხმება, რომ პრინციპული და პრიორიტეტული საკითხი არის მშვიდობის შენარჩუნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი