მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი, „პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„როდესაც ბიომეურნეობის განვითარებას ვგეგმავდით, მაშინვე გვქონდა სურვილი, რომ აგროტურიზმის სექტორშიც გვემუშავა. ახლახან ერთ-ერთი კომპანიის ეგიდით, იაპონელი ტურისტები გვეწვივნენ და ბიო მარწყვის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. ინტერესი დიდია აგრო მიმართულების კუთხით. ამიტომ ვგეგმავთ ამ მიმართულების განვითარების მიზნით კაპიტალდაბანდებას“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
„პლანტველი“ ბიო ბოსტნის განვითარებასაც იწყებს. „ბოსტნეულის ბიო სათესლე მასალა ჩამოვიტანეთ გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან, უკვე იტალიიდანაც ველოდებით. გამოვყავით 2 ათასი კვადრატული მეტრი მალე სერტიფიცირებული ბიობოსტანი გვექნება. მოვიყვანთ, ყველა სახეობის ბოსტნეულს რაც კი სამზარეულოშია საჭირო. სატესტო პატარა ბოსტანი გვქონდა პირადი მოხმარებისთვის, რამაც გაამართლა“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
ნატახტარში, სოფელ მისაქციელში მეურნეობა „პლანტველი“ 2018 წელს შეიქმნა. მეურნეობა ფლობს 6 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს, სადაც 2 ჰექტრამდე დახურული გრუნტზე (ვერონული გვირაბის ტიპის სათბური) მარწყვი მოჰყავთ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი შერეული ბოსტნეული. გასულ წელს ბიომეურნეობამ 35 ტონა მარწყვის მოსავალი მიიღო.
იგივე თემაზე:
„პლანტველმა“ ბიო მარწყვის რეალიზაცია, სამ მსხვილ ჰიპერმარკეტსა და რესტორნებში დაიწყო
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა