დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველი ციფრული კაფეტერია Lunchoba გაფართოებასა და ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს

პირველი ციფრული კაფეტერია Lunchoba გაფართოებასა და ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს

28-09-2023 16:30:20

Lunchoba პირველი ციფრული კაფეტერიაა, რომელიც ბაზარზე ხუთიოდე წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

კომპანიის სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს შეუძლია სპეციალური აპლიკაციით, რომელიც მარტივი და ხელმისაწვდომია. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაჭარაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, სხვადასხვა კატეგორიიდან, როგორიცაა, მსუყე, დიეტური და სხვა კერძები, ყოველდღე 4 სხვადასხვა ულუფის არჩევა არის შესაძლებელი. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გაფართოებასა და ახალი ობიექტის დამატებას გეგმავს. 

„ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც  Lunchoba- თან პარტნიორობას გადაწყვეტს, თანამშრომლობა შეუძლია სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, თანამშრომლებს კვება დაუფინანსონ. მაგალითად, გარკვეული ლიმიტები განუსაზღვრონ, რომლის ზემოთაც ადამიანი თავად გადაიხდის საფასურს  ან ყოველთვიური თანხა ჩაერიცხა და ა.შ. სხვადასხვა მოდელს ვიყენებთ. აპლიკაცია გაშვებულია შემდეგი პრინციპით: ძირითად ოთხ კერძს ვთავაზობთ დღიურად, რომელიც საკმაოდ  ჯანსაღია და ძალიან მოთხოვნადიც.

რაც შეეხება პროდუქციას, ეს არის  სალათები, გარნირები, დესერტი და სხვა. პროდუქცია ყოველკვირა იცვლება. საკმაოდ დიდია მოთხოვნა, ამიტომ გაფართოება და ახალი ოფისის გახსნა გადავწყვიტეთ, თუმცა დეტალებზე ჯერ ადრეა საუბარი", - ამბობს გიორგი მაჭარაშვილი.

რაც შეეხება ტარიფებს, ბოქსის ფასი საშუალოდ 10 ლარს შეადგენს, გარნირის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6 ლარია, სალათები 5 ლარი ღირს.

ცნობისთვის, Lunchoba 2018 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე ციფრული კაფეტერია 30-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს. 

დასაქმებულია 15 ადამიანი, ახალი ობიექტის გახსნის შემთხვევაში, დამატებით ამდენივე დასაქმდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები