კომპანია - „იფქლი დიღომი“ ISO 22000-ის სტანდარტს ნერგავს და ევროპის ბაზარზე პურის ექსპორტისთვის ემზადება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფიო ბედიაშვილმა განუცხადა.
„ვმუშაობთ, რათა ვიყოთ პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც პურს ექსპორტზე გაიტანს. ჩვენთან ინერგება ISO 22000-ის სტანდარტი, რომელიც საქართველოში პურ-პროდუქტების სექტორში ჯერ არცერთი ბიზნესოპერატორი არ ფლობს. ამ წლის ბოლომდე შევძლებთ, რომ ერთი მანქანა გავუშვათ ექსპორტზე. ეს იქნება შოკის პრინციპით გაყინული პური. ჩვენი სამიზნე ბაზარია ევროპა, არის ინტერესია ჩინეთისა და კანადის ბაზრებზე“, - ამბობს სოფიო ბედიაშვილი.
მისი თქმით, „იფქლი დიღომი“ სამომხმარებლო ბაზარზე პურ-ფუნთუშეულის ყველზე დიდი ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს.
„პურ-ფუნთუშეულის გარდა, გვაქვს ინოვაციური მიმართულებაც. ესაა პროფილაქტიკური კვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადია დიეტური და დიაბეტური პური „დია პური“. ეს არის ინოვაციური პროდუქტი და აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად მინიჭებული დიეტური და დიაბეტური პურის სტატუსი“,- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
იფქლი დიღომი 1994 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ლოკაციების მიხედვით ფლობს სამ საწარმოს, დიღომში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში, საიდანაც ხდება დასავლეთის რეგიონის მომარაგება.
„ადგილობრივ ბაზარზე „იფქლი დიღომის“ პროდუქცია წარმოდგენილია „ორ ნაბიჯში“, „უნივერსამში“, „ზღაპარში“, „გუდვილში“, „გალფ სთორიში“. ასევე ბაღებსა და სკოლებში. დაახლოებით 7 ათას ობიექტს ვამარაგებთ“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა