დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პენსიონერებს ოვერდრაფტით სარგებლობა არ შეეზღუდებათ, თუმცა მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებულები - ნათია თურნავა

პენსიონერებს ოვერდრაფტით სარგებლობა არ შეეზღუდებათ, თუმცა მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებულები - ნათია თურნავა

23-02-2024 16:51:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პენსიონერებს ოვერდრაფტით სარგებლობა არ შეეზღუდებათ, თუმცა მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებულები.

ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც სებ-ს მოუწოდა, რომ სისტემური პრობლემაზე იმუშაოს, რადგან „ლიბერთი“ ბანკი ოვერდრაფტის შესახებ პანსიონერებს ინფორმაციას არ აწვდიდა და ავტომატურად ხდებოდა მათზე ამ ტიპის სესხის გაცემა, რის შედეგადაც პენსიონერები ფინანსურ ზარალს განიცდიდნენ.

„ოვერდრაფტი არის სესხის ერთ-ერთი ნაირსახეობა და ჩვენი კანონმდებლობით, ადამიანს მიუხედავად მისი ასაკისა აქვს უფლება რომ თვითონ აირჩიოს რომელი საბანკო პროდუქტით ისარგებლოს - იქნება ეს ოვერდრაფტი, იპოთეკა, სამომხმარებლო სესხი, თუ სხვა. ამ უფლების შეზღუდვა ალბათ არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ეს ფინანსებზე წვდომასთან შეზღუდვასთანაა კავშირში. იქნებ როგორ სჭირდება პენსიონერს დამატებით 20-30 ლარი, რომელიც საბოლოო ჯამში ოვერდრაფტია რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მომენტში წამლის საყიდლად არ ჰყოფნის და უნდა იყიდოს. არა მგონია, რომ ამ კუთხით დრაკონული ამკრძალავი ზომები უნდა მივიღოთ.

აქედან გამომდინარე, სისტემურად უნდა მოვაგვაროთ, გააზრების, ინფორმირებულებისა და ფინანსური განათლების პრობლემა. ეს რა თქმა უნდა ერთ და ორ დღეში არ ხდება და ჩვენც, ეროვნული ბანკი ამ საკითხზე ძალიან სისტემურად ვმუშაობთ.

მაგალითად, ვიტყვი, რომ ცალკე დეპარტამენტი შევქმენით ამ პერიოდში, რომელიც ფინანსურ განათლებას და შესაბამის სტრატეგიებს ამუშავებს. ფინანსური განათლება იწყება სკოლის მერხიდან. მზად ვართ რომ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, თუკი მეტი კონკრეტიკით შეხვალთ ჩვენთან -ნაკლები ემოცია მეტი კონკრეტიკა.

რაც შეეხება იმას, რომ ინტერპელაციამდე მივიღეთ კარგი გადაწყვეტილება, რომელიც 150 000 პენსიონერს ეხება, ყველას უნდა თანამონაწილეობის გრძნობა. ეს ასეა, მინდა გითხრათ რომ ინტერპელაციამდე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით დეპუტატებთან, კიდევ მინდა ვახსენო ირაკლი ზარქუას სამუშაო ჯგუფი. ვნახულობდით, რა არის მოსაწესრიგებელი რეალურად, და ჩემი აზრით, ფოკუსირება მოხდა წონად პრობლემაზე, რაც შეეხებოდა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და არათანაბარ მიდგომას, რომელიც არსებობდა ამ საკითხზე, ეს გამოსწორდება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან შემოღებული მოწესრიგებული, ფორმულაში ჩამჯდარი, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი გავრცელდება სხვა პენსიონერებზეც ვინც მანამდე აიღო სესხი.

აქ ნუ ეძებთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ყველა ვაღიარებთ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სისტემურ მოგვარებას, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას“, - განაცხადა თურნავამ

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

დღეს პარლამენტში დეპუტატები ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასმოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას 7-მა დეპუტატმა  ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგი მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა მიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები