პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.
ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
იგივე თემაზე:
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები - პრეზიდენტი
პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - საკონსტიტუციო სასამართლო
დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილის შეფასება
რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში - პრეზიდენტის იმპიჩმენტი
უახლესი