დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის და ნიკოლოზ გაგუას სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთულია

პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის და ნიკოლოზ გაგუას სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთულია

22-09-2023 01:18:03

პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების განცხადებები პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია და წერილები 20 სექტემბრითაა დათარიღებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონის 11-ე მუხლში კი წერია, რომ 

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოს წევრებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ გადადგომის შესახებ განცხადებები 20 სექტემბერს  გააკეთეს, რაც თავის მხრივ სანქციების აღსრულების წესში ნათია თურნავას მიერ შეტანილ ცვლილებას დაუკავშირეს.

19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. რომლის თანახმადაც სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

18 სექტემბერს სებ-ის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები