Business Insider Georgia-სთან „თბილისი ცენტრალში“ მდებარე „ოქროს ბირჟის“ დირექტორი ეთერ ყიფიანი ამბობს, რომ ოქროზე ფასის ზრდის მიუხედავად, ბირჟაზე მომხმარებლის აქტივობა მაინც ფიქსირდება.
„ოქროს ბირჟა ნორმალურად მუშაობს, ძვირფასი მეტალების ნაკეთობებზე ფასები მომატებულია. როგორც კი იცვლება ფასები უნცია ოქროზე, ბირჟა შესაბამისად რეაგირებს და პროდუქცია მყისიერად ძვირდება. ოქროზე ფასის ზრდის მიუხედავად მოთხოვნა არ შემცირებულა. ბირჟაზე იყიდება როგორც ადგილობრივი ადგილობრივი ნამუშევრები, ისე იმპორტირებული იტალიური, თურქული ოქრო“, - ამბობს ბირჟის დირექტორი.
ამასთან, გაზრდილია მოთხოვნა ოქროს ბირჟაზე კომერციულ ფართებზე და დღეის მდგომარეობით, როგორც ეთერ ყიფიანი ამბობს, ახალ სივრცეში გასაქირავებელი ადგილი უკვე აღარ არის.
„ახალ სივრცე მთლიანად შევსებულია. მოთხოვნიდან გამომდინარე თბილისი ცენტრალში ოქროს ბირჟის სივრცე შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს“, - ამბობს დირექტორი.
რაც შეეხება ფასებს, როგორც Business Insider Georgia-ს ოქროს ბირჟის მოვაჭრეებმა განუცხადეს 585 სინჯის ოქროს ნაკეთობის 1 გრამის ფასი 125 ლარიდან იწყება და 140 ლარს აღწევს, ხოლო 770 სინჯის ნაკეთობების – 160-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ოქროს ჯართის ფასს, 1 გრამი 108-110 ლარის ფარგლებშია.
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება