დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ფასი იზრდება

ოქროს ფასი იზრდება

15-08-2024 16:00:00

ოქრო ძვირდება და ფასები რეკორდულ ნიშნულზეა, რასაც მხარს უჭერს აშშ-ის მონატერული განაკვეთის შემცირების მოლოდინი და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა. 

ამის შესახებ Reuters წერს. 

ოქრო 0,2%-ით გაძვირდა და უნციაზე $2 469,35 შეადგინა, მანამდე, ივლისში დაფიქსირებულმა ფასის რეკორდულმა ნიშნულმა უნციაზე $2 483,60 შეადგინა. 

ფიუჩერსების ფასი აშშ-ის ოქროზე $2 508,40 დონეზე დასტაბილურდა. 

მოსალოდნელია, რომ თუ აშშ-ში ფასების კლების ტენდენცია არ შენარჩუნდა, ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. 

აშშ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემები გამოქვეყნდება 1230 GMT. ეკონომისტები თვიური ინფლაციის ზრდას 0.2%-ით, ხოლო წლიური საბაზო ინფლაციის 3.2%-მდე შენელებას ელიან.

აშშ-ის მწარმოებლის ფასები ივლისში მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, სამშაბათის მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფლაცია შემცირებულია.

CME FedWatch Tool-ის მიხედვით, სექტემბერში აშშ-ში განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების ალბათობა 52,5%-ია.

ოქრო ტრადიციულად განიხილება გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტად, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთები ამცირებს აქტივის ფლობის შესაძლებლობებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები