დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

17-09-2024 14:00:00

ოქრო 16 სექტემბერს კიდევ 0,4%-ით გაძვირდა და უნციაზე ფასმა $2 589,03 შეადგინა. 

ამის შესახებ Bloomberg წერს. 

„ოქროს ფასები ახალ რეკორდულ ნიშნულზეა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს სხდომის წინ, რომელიც 17-18 სექტემბერსაა დაგეგმილი. მოსალოდნელია მონეტარული განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება“, - წერს გამოცემა. 

ოქროს გაზვირებაზე ასევე გავლენა ჰქონდა აშშ დოლარის შესუსტებას,რომლის დაცემაც ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე დაგეგმილ თავდასხმას მოჰყვა. 

„განხეთქილება მსოფლიოში, გაჯერებული პოლიტიკური რისკები და ვალები გავლენას ახდენს ფასებზე“,- ამბობს  Saxo Bank A/S სტრატეგიის გამყოფილების ხელმძღვანელი ოლე ჰანსენი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები