დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნოვას“ მთლიან შემოსავლებში საბითუმო გაყიდვების წილი 82%-ია

„ნოვას“ მთლიან შემოსავლებში საბითუმო გაყიდვების წილი 82%-ია

08-01-2024 14:00:00

სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორი დღითიდღე განაგრძობს განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზარდი მშენებლობის ტემპის ფონზე მთლიანად ეკონომიკაზე.

კომპანია „ნოვა“, რომელიც ამ სეგმენტში საქმიანობს კი თავისი შემოსავლების განსხვავებულ ჩაშლას გვთავაზობს, 2021 წელს შემოსავლების 53% მომწოდებლისგან მიღებული პროდუქტის რეალიზებისგან შედგებოდა, აღნიშნული მაჩვენებელი აბსოლუტურ მონაცემებში 91 მილიონს შეადგენდა, 2022 წელს კი შემცირდა 84 მილიონ ლარის რეალიზებამდე, მაგრამ მთლიან გაყიდვებში ასეთი პროდუქციის პროპორციული წილი 55% მდე გაიზარდა, რაც მთლიანი გაყიდვების შემცირებით არის გამოწვეული.

წარმოებული პროდუქციის რეალიზება კი მეორე ადგილზეა მთლიან შემოსავლებში 2021 და 2022 წლებში თანაბარ 72 მილიონ ლარს შეადგენდა მთლიან შემოსავლებში კი 45-44% იანი წილი უკავია. შესაბამისად წარმოების დონე 2021 წლიდან 2022 წლამდე არ არის შეცვლილი, ასევე გაზრდილია კონსიგნაციიდან მიღებული შემოსავალი.

როგორც ფინანსურ ანგარიშგებიდან ირკვევა ნოვა ძირითადად საბითუმოდ ვაჭრობს, კერძოდ მთლიან შემოსავლებში 2021 წელს 72% პროდუქციის გაიყიდა საბითუმო, 25% კი საცალოდ  დანარჩენი კი კონსიგნაციას და ექსპორტს უკავია, თუმცა მათი წილი საკმაოდ მცირეა მთლიან გაყიდვებში.

2022 წელს მთლიან შემოსავლებში საბითუმო გაყიდვების წილი 82% მდეა გაზრდილი, საცალო გაყიდვები კი შემცირებულია 16%- მდე.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები