დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Nokia Amazon-სა და HP-ს სასამართლოში უჩივის

Nokia Amazon-სა და HP-ს სასამართლოში უჩივის

02-11-2023 12:00:49

კომპანია Nokia-მ Amazon-ს Twitch-ის გამო და ასევე HP-ს უჩივლა. სარჩელი აშშ-ის დელავერის შტატის სასამართლოში შევიდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Nokia-მ განაცხადა, რომ სტრიმინგის სერვისები Amazon Prime Video და Twitch, ისევე როგორც კომპიუტერების მწარმოებელმა HP-მ, დაარღვია მისი პატენტები, რომლებიც დაკავშირებულია ვიდეო შეკუმშვასთან და სხვა ტექნოლოგიებთან.

სარჩელში ნათქვამია, რომ Amazon-მა და HP-მა უარი განაცხადეს პატენტების ლიცენზირებაზე, მაგრამ მაინც იყენებდნენ Nokia-ს ვიდეო ნაკადის ტექნოლოგიას. კომპანიებს დავის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Nokia-მ ასევე შეიტანა საჩივრები Amazon-ის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთში და ევროკავშირის გაერთიანებულ საპატენტო სასამართლოში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები