დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნინო ზამბახიძე G100-ის ფარგლებში რომში გამართულ ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა

ნინო ზამბახიძე G100-ის ფარგლებში რომში გამართულ ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა

23-11-2023 18:58:00

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ,რომელიც G100-ის გლობალური ქალი ლიდერების  ფერმერობის, აგროტურიზმისა და აგროტეკის მიმართულებას ხელმძღვანელობს, იტალიაში, ქალაქ რომში ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.
ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, თანასწორობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობის,  უსაფრთხოების, ჯანდაცვის  თანასწორი ხელმისაწვდომობისა  და სხვა თემების განხილვასთან ერთად, დიდი ყურადღება დაუთმეს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.
ნინო ზამბახიძე პირველი ქალია საქართველოდან, რომელიც 2021 წელს არჩეულ იქნა G100-ის ფერმერობის, აგროტურიზმის და აგროტეკის მიმართულების გლობალურ თავმჯომარედ.
G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ სექტორს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები