დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნიკოლის“ პროდუქცია Taobao-ზეა ხელმისაწვდომი

„ნიკოლის“ პროდუქცია Taobao-ზეა ხელმისაწვდომი

21-10-2024 12:00:00

ნიკოლის“ პროდუქცია Taobao-ზე ჩვენმა ბაიერმა განათავსა და ბრენდის გაყიდვებით კმაყოფილია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის Nikolli-ის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაშვილმა განუცხადა.

ქართული საბავშვო ბრენდი, ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გამყარებას ცდილობს და გამოფენაში მონაწილეობისთვის ემზადება.

„დეკემბერში ვგეგმავთ ჩინეთში გამოფენაზე წასვლას და შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წაღებას, რომელზეც ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს. გვაქვს შემოთავაზება სინგაპურიდან, რომ იქ დაგეგმილ გამოფენაზე წავიღოთ და გამოვფინოთ ჩვენი პროდუქცია.

გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა პარტნიორების კონტაქტებსაც წამოვიღებთ და ჩინეთში ექსპორტს კიდევ უფრო გავზრდით“, - განაცხადა ნიკა ნიკოლაშვილმა.

რაც შეეხება 2024 წელის გაყიდვების დინამიკას, ბრენდს საცალო გაყიდვებში 25%-იანი ზრდა აქვს, კორპორაციული მიმართულებით კი 10%-იანი.  

ამ დროისთვის „ნიკოლის“ პროდუქცია ჩინეთის გარდა წარმოდგენილია დუბაისა და ინგლისის ბაზრებზე.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ადგილობრივ ბაზაზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 3 თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები