გიზიარებთ ბლოგს: Nike (NKE) ზაფხულში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე იმედს ამყარებს და სჯერა, რომ სპორტულიმოვლენა მას ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.
პარიზში გასამართ ღონისძიებაზე Nike (NKE) ოლიმპიური გუნდებისთვის ახალ სამოსს წარადგენს. ის მიზნად ისახავს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენების, არამედ ყველაიმ ადამიანის მთავარი არჩევანია, რომლებიც სპორტული აქტივობით გატაცებული არიან ანყოველდღიურობაში მეტი კომფორტი სურთ.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ გაყიდვებში მცირე იმედგაცრუებების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ოლიმპიური თამაშები ბრენდისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. როგორც აშშ-ს გუნდისოფიციალური მიმწოდებელი, Nike (NKE) მიზნად ისახავს, წარმოადგინოს მაღალი ხარისხისპროდუქტები, განსაკუთრებულ ფოკუსში კი მისი სარბენი ფეხსაცმელია.
Nike (NKE) -ის ცნობილი ფეხსაცმელი, რომელსაც ისინი ოლიმპიადაზე წარადგენენ, ძირითადადგანკუთვნილია მოყვარული მორბენალებისთვის, რომლებიც არ არიან წინააღმდეგი, Nike Alphafly 3-ის უახლესი მოდელის შესაძენად $285 დახარჯონ (შედარებისთვის, Adidas-ის მსგავსი მოდელიAdizero Adios Pro 3-ს ფასი $250-ია).
ბრენდები - On Running, Hoka და Lululemon - Nike (NKE) -სგან ბაზრის წილს იღებენ. სპორტულისამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ გიგანტს ჩრდილქვეშ ისიც აყენებს, რომ ბოლო დროს სულუფრო მეტი მომხმარებელი გადაერთო Nike (NKE)-ის ე.წ საკალათბურთო ფეხსაცმლიდანყოველდღიურ ფეხსაცმელზე (ამის კარგი მაგალითია ბუმი Adidas Samba-ს გარშემო).
3 კვირის წინ Nike (NKE)-მა განაცხადა, რომ მისი შემოსავალი 2025 ფინანსური წლის პირველინახევრისთვის შემცირდება. ასევე აღნიშნეს, რომ პოპულარულ ფეხსაცმელებზე (მათ შორის Air Force 1) შეკვეთებს შედარებით მოუკლებენ, რათა მეტი კონცენტრირება ახალი, ინოვაციური პროდუქტებისშემუშავებაზე მოახდინონ.
Nike (NKE) -მა, რომელმაც 2023 წლის 31 მაისამდე $51,2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მნიშვნელოვნად აჭარბებდა Adidas-სა და Lululemon-ს. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომNike (NKE)-ის გაყიდვების წლიური ზრდა, აღნიშნული ბრენდების, ზრდაზე (2024, 2025 და 2026 წლებში) ნაკლები აღმოჩნდება.
ექსპერტების აზრით, როდესაც საზოგადოება ოლიმპიელებს იხილავს, თუ როგორ აღწევენ საოცარშედეგებს და ეს ყოველივე Nike (NKE)-ის აღჭურვილობის თანხლებით ხდება, შესაძლოა ფაქტმა მეტი მყიდველი წაახალისოს - აირჩიონ Nike (NKE).
გასული წლის ბოლოს, Nike (NKE)-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი მეტ ყურადღებასსარბენ ფეხსაცმელზე გაამახვილებენ, იმ მიმართულებით, რომელშიც Nike (NKE)-ს კონკურენციაჩამორჩება. კომპანია ასევე მიზნად ისახავს, გაყიდოს ხელმისაწვდომი ფასის სარბენი ფეხსაცმელი, რომლის ფასიც $100-დან $150-მდე ფარგლებში იქნება.
Nike (NKE)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი