ნენსკრა ჰესზე კორეელ ინვესტორთან დამატებით შეთანხმებას მივაღწიეთ, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არავინ არ გაგვიქცევია, კორეელი ინვესტორები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამინისტროსთან. მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის მათი და ჩვენი მონაწილეობით. იმისთვის, რომ ინვესტორმა მოახდინოს ფინანსების მოზიდვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ინვესტორი არის,მაგრამ ჯიბიდან ფული არავის არ მოაქვს ხოლმე. პირიქით, საჭიროა მათ მივეხმაროთ და მყარი კვლევების საფუძველზე დავარწმუნოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომ ინვესტირება განახორციელონ ამ პროექტში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში გვექნება ამ კვლევების შედეგები და გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ნენსკრა ჰესი 1,031 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, — 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენებასაც მოსახლეობის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჰესის ასაშენებლად სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის კონტრაქტი 2015 წელს გაფორმდა. „ნენსკრა ჰიდროს“ აქციების 90%-ს კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water, 10%-ს კი საპარტნიორო ფონდი ფლობს.
უახლესი
21 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა