სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ინფორმაცია Business Insider Georgia-ს სებ-ში დაუდასტურეს.
მალხაზ ღუღუნიშვილი სებ-ში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ამ პოზიციაზე გიორგი ფერაძემ შეცვალა.
ამ დროისთვის ნათია თურნავას ორი მრჩეველი ჰყავს. თუმცა, ცნობილია, რომ ეკონომიკურ საკითხებში სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს, მან ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.
უახლესი
9 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი10 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი10 საათის წინ
„მოემზადე“ - სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“11 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა