დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ნათია თურნავა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

10-10-2023 10:11:54

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლისთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ პოლ ჰილბერსთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან. დაგეგმილია შეხვედრები ფედერალური რეზერვების ბანკის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარ ქლიარსთრიმის მენეჯმენტთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან და საერთაშორისო საგადახდო სისტემების - ვიზა და მასტერკარდის წარმომადგენლებთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს "Bank of America" მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში, სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისთვის და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში. 

11-14 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები