Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია „ამელის“ ულამაზესი თაიგულების კოლექციაში შემოდგომის ფერების ნამდვილი დღესასწაული იგრძნობა. აქ შეხვდებით ადგილობრივი მცენარეების ნაირსახეობას - ნეკერეჩხლის, ტირიფის, ცაცხვის და სხვა ხეების ტოტებს, მზესუმზირას და ხორბლის თავთავს - ყველაფერს, რაც ,,ამელის" ყვავილების კოლექციაში შემოდგომის არომატს ქმნის.
„სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნაც სტაბილურად მზარდია, რაზეც Business Insider Georgia-თან „ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი საუბრობს. ,,ჩვენთან შემოდგომა მთელი თავისი ხიბლით, ფერებით და განწყობით იგრძნობა. ყვავილების კოლექციაში ამ ელემენტებს აქტიურად ვიყენებთ, შესაბამისად, მუდმივად ვიღებთ მზესუმზირას და ისეთ ყვავილებს, რაც მიმდინარე სეზონზე გვხვდება და ლოკალურია. ძირითადი აქცენტი მაინც მზესუმზირებზე გადავიტანეთ, ფაქტობრივად ყველა კომპოზიციაშია გამოყენებული. მომხმარებელს ძალიან მოსწონს და ყველაზე მოთხოვნადიცაა. კოლექციაში ვამატებთ ასევე ნეკერჩხლის და ტირიფის ფოთლებს. რომელსაც ადგილობრივები გვაწვდიან.
უფრო მაინც წითელ-ყვითელი ფერებისკენ ვიხრებით. ასევე გვაქვს ხილის კომპოზიციები - გოგრის, ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის და სხვა სეზონური ხილის ელემენტებით. ძალიან ლამაზია ასევე ხორბლის თავთავები. დეკორაციისთვის ვიყენებთ თითქმის ყველაფერს, რაც შემოდგომისთვის დამახასიათებელია და ყვავილებში გადაგვაქვს", - ამბობს ნუკა ჩოხელი.
ამდენად, როგორი მრავალფეროვანიც არის შემოდგომა, ასეთივე ფერადი და მიმზიდველია ,,ამელის" კოლექცია, რომლის გარეშეც თბილისური ივენთები ძნელად წარმოსადგენია. შეგახსენებთ, რომ ყვავილების მაღაზია „ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა.
კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი