დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზად ვართ აღვადგინოთ სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან - სომხეთის პრეზიდენტი

მზად ვართ აღვადგინოთ სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან - სომხეთის პრეზიდენტი

17-10-2023 19:00:11

სომხეთი მზად არის აღადგინოს მეღრის რკინიგზა, რომელიც სომხეთის სამხრეთს აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებთან და ნახჩევანთან დააკავშირებს.

Report-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გზა არა მარტო აზერბაიჯანსა და სომხეთს, არამედ ირანსა და საქართველოს დასავლეთის ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

„ეს გზა დააკავშირებს არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ სომხეთის სამხრეთ რეგიონებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებთან, აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს ნახიჩევანის ავტონომიასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს თურქეთთან, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ირანთან. აღმოსავლეთით დასავლეთით კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ჩრდილოეთით და სამხრეთით სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე.

ფაშინიანის თქმით, მისი ქვეყანა მაგისტრალების გახსნასთან დაკავშირებით იმავე ლოგიკას იცავს.

„სომხეთი მზადაა უზრუნველყოს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები თავისი ტერიტორიის მასშტაბით“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები