გლობალურმა ავტომწარმოებლებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ელექტრომობილებზე ფასდაკლებების დიაპაზონი და მასშტაბები, რათა შეანელონ მათზე მოთხოვნის შესუსტება, წერს Financial Times HSBC-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
პირველად ავტოკომპანიებს უწევთ ზომების მიღება მომხმარებელთა ინტერესის გასაზრდელად, მაშინ როცა ადრე ელექტრომობილებს არასაკმარისი წარმოების მოცულობის გამო თვეობით ელოდნენ.
დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის ფასდაკლებით ელექტრომობილის ყიდვა რეკომენდებულ საცალო ფასზე საშუალოდ 11%-ით, აშშ-ში - 10%-ით უფრო იაფად გახდა შესაძლებელი. ერთი წლის წინ გერმანიაში ელექტრომობილებზე ფასდაკლებებს თითქმის არ სთავაზობდნენ, ახლა კი ფასდაკლების დიაპაზონი დაახლოებით 7%-ია.
სტატიაში ნათქვამია, რომ მოთხოვნა მოლოდინზე დაბალი იყო, ნაწილობრივ მაღალი ფასების, უარყოფითი ანგარიშების (მაგ. მანქანების გაწვევა, ბატარეის ხარვეზი) და ცუდი დატენვის ინფრასტრუქტურის გამო, რამაც მასობრივი ბაზარი ელექტრო მანქანების შეძენის კუთხით ფრთხილი გახდა.
AutoTrader-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ახალი ელექტრო მანქანების ორი მესამედი გაიყიდა ფასდაკლებით ან სესხზე მნიშვნელოვნად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით. შეერთებულ შტატებში ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტრომობილებზე ფასდაკლება სამჯერ გაიზარდა.
ამერიკული Tesla მუდმივად ამცირებს ფასებს ევროპაში, აშშ-სა და ჩინეთში მანქანების გაყიდვის მხარდასაჭერად. ეს ასევე გავლენას ახდენს კონკურენტებზე.
FT აღნიშნავს, რომ ბაზარზე მანამდეც იყო მოთხოვნის შესუსტების გამაფრთხილებელი ნიშნები. კერძოდ, Volkswagen-მა შეაჩერა ბატარეის მეოთხე ქარხნის მშენებლობის გეგმები, რის გამოც ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, ხოლო Mercedes-Benz-მა ჩინეთი ელექტრომობილებზე „სასტიკი ფასების გამო“ მოგების შემცირებაში დაადანაშაულა.
თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ელექტრომობილების შეძენას აფერხებს - ეს არის მთავრობის პოლიტიკა ამ სფეროში. თუ ადრე მოსახლეობა ელექტრომობილებს მომავლის ერთადერთ ვარიანტად მიიჩნევდა, ახლა ამ თემაზე ეჭვები ჩნდება.
ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ 2035 წლიდან ახალი ტიპის მანქანების გაყიდვა დაუშვას, რომლებიც სინთეტიკური ელექტრო საწვავებით (ნახშირბადის ნეიტრალური საწვავის ახალი კლასი, რომელიც წარმოებულია განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის გამოყენებით) იკვებება.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი