მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის „გლობალური ეკონომიკური პესპექტივის“ თანახმად ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 0.4%-ით აღემატება 2023 წლის იანვრის პროგნოზს.
რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკი უცვლელად ტოვებს და ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2024-2025 წლებში 5%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის “გლობალური ეკონომიკური პესპექტივის” თანახმად, ბანკმა გააუმჯობესა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,1 პროცენტამდე იანვარში მოსალოდნელი 1,7 პროცენტის ნაცვლად.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, განვითარებულ ეკონომიკებში მშპ-ის ზრდა წელს 2022 წლის 2,6 პროცენტთან შედარებით 0,7 პროცენტამდე შენელდება.
აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპი წელს 1,1 პროცენტამდე შენელდება, ხოლო 2024 წელს 0,8 პროცენტამდე. ევროზონაში 2023 წელს ზრდა იქნება 0,4 პროცენტი, ( 2022 წლის 3,5 პროცენტთან შედარებით).
ეკონომისტები მიზეზად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაგვიანებულ ეფექტსა და ელექტროენერგიის ფასების ზრდას ასახელებენ.
განვითარებადი ეკონომიკებისთვის (ჩინეთის გამოკლებით) მსოფლიო ბანკი მშპ-ს 2,9 პროცენტს პროგნოზირებს შარშანდელი 4,1 პროცენტის შემდეგ.
ჩინეთის მშპ 2023 წელს გაიზრდება 5,6 პროცენტით, ხოლო 2024 წელს - 4,6 პროცენტით, - ამბობენ ანალიტიკოსები.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა