დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის ღირებულება 0.04%-ით შემცირდა

მშენებლობის ღირებულება 0.04%-ით შემცირდა

06-08-2024 11:03:00

2024 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.07 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 25.6 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.8 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.2 პროცენტით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები