დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოუთმენლად ველით ციფრული ლარის საპილოტე პროექტზე Ripple-თან ერთად მუშაობის გაგრძელებას - ნათია თურნავა

მოუთმენლად ველით ციფრული ლარის საპილოტე პროექტზე Ripple-თან ერთად მუშაობის გაგრძელებას - ნათია თურნავა

02-11-2023 18:36:20

მოხარული ვართ, რომ ყველა მონაწილე კომპანიის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, Ripple ჩვენი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ოფიციალურ ტექნოლოგიურ პარტნიორად შევარჩიეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა Ripple-ზე არჩევანი კომპანიის შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებისა და გუნდის გამოცდილების გამო შეაჩერა.

„მოუთმენლად ველით Ripple - თან ერთად მუშაობის გაგრძელებას, ყველა სხვა მონაწილე კომპანიას კი მადლობას ვუხდით შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე გამოავლინა. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს,

მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა.

კომპანია Ripple ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.

Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები