კომპანია „ლურჯმა ბაღმა", რომელიც სენაკში, სოფელ ზანაში მოცვის პლანტაციებს ფლობს, სერტიფიცირება GLOBALG.A.P. და GRASP მოთხოვნების შესაბამისად "ISO Consulting"-ის დახმარებით წარმატებით გაიარა.
როგორც კომპანიაში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, სერთიფიცირება კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
„კერძოდ, global gap - სა სტანდარტის დანერგვით ჩვენ შევძლებთ ბაღში შევქმნათ მოსავლის ინტეგრირებული მენეჯმენტი (ICM), მავნებლების მართვის ინტეგრირებული სისტემა (IPM), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), მივიღოთ უვნებელი, ჯანსაღი პროდუქტი და მომხმარებელს როგორც ადგილობრივ ისე ევროპულ ბაზარზე მივაწოდოთ. რაც შეეხება grasp- ის სტანდარტს, მისი მეშვეობით ჩვენი კომპანია გააუმჯობესებს ორგანიზაციაში სოციალური მენეჯმენტის სისტემას და ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ორგანიზაცია“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ „ლურჯმა ბაღმა“ წელს მოცვის პირველი მოსავალი მიიღო, რომლის მოცულობამ 30 ტონა შეადგინა და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ბაზარზე მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ მოცვის წარმოება კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა. „ლურჯი ბაღის“ ძირითადი ხაზი აგრო-საკონსულტაციო საქმიანობაა. ის პირველი აგრო სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სრულ მომსახურებას. კერძოდ, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, დახმარებას უწევს სხვადასხვა კომპანიებს და ფიზიკურ პირებს იყვნენ წარმატებულები აგრო-სექტორში - სწორად შეიმუშაონ სოფლის მეურნეობის სტრატეგია, დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები და თანმიმდევრულად მართონ მიმდინარე პროცესები.
ცნობისთვის, „ლურჯი ბაღი“ 2020 წელს შეიქმნა. პირველ ეტაპზე კომპანიაში 7 ადამიანი იყო დასაქმებული. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 30 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, ხოლო პროექტების მიმდინარეობის დროს, საჭიროების შემთხვევაში (როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში) დღიურად 200-დან 350 ადამიანამდე ასაქმებს.აქტიური სეზონის პერიოდში მათი რაოდენობა 450 -ს აღწევს.
„ლურჯი ბაღის“ საკუთრებაშია 10 ერთეული როგორც სასოფლო-სამეურნეო ისე სამშენებლო მძიმე ტექნიკა საქართველოს მასშტაბით, კომპანიას ჯამში 8 მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.
უახლესი