დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.8%-ს შეადგენს - Galt & Taggart

მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.8%-ს შეადგენს - Galt & Taggart

15-10-2024 17:40:00

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.8%-ს შეადგენს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2024 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.6%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით შემცირდა (-126.1 მლნ აშშ დოლარი).

„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები