იენმა კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა (BOJ) გასულ კვირას განაკვეთები უცვლელად დატოვა, ხელმძღვანელმა, კაზუო უედამ კი აღნიშნა, რომ მარტსა და ივლისში განაკვეთების ზრდის შემდეგ ბანკი მცირე პაუზას იღებს. განცხადების შემდეგ, ვალუტა 0.7%-ით გაუფასურდა და დოლარის მიმართ 143.61- იან ნიშნულს მიაღწია.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ „კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია“ აღნიშნული, იაპონიის 10-წლიანი სამთავრობო ობლიგაციების ფიუჩერსები 29 პუნქტით გაიზარდა და 144.76-ს მიაღწია, ხოლო Topix-ის აქციების ინდექსი 1%-ით გაიზარდა, სანამ ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდოდა. უედამ აღნიშნა, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ზრდას მაშინ განიხილავს, როცა ეკონომიკური და ინფლაციური ტენდენციები მათი პროგნოზების შესაბამისი იქნება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის