საქართველო ჩამოყალიბდა სერვისების ეკონომიკად და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევა ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველოში ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მისი უმთავრესი კონტრიბუტორი მომსახურების დარგებია.
„ბოლო წლებში, 2021 წლიდან საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და წელსაც 7 თვეში მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ზრდა გაქვს. საინტერესოა თუ რა სექტორები განაპირობებს ამ ზრდას და როგორია ჩვენი შეფასება. ეკონომიკურ ზრდაში დომინანტური კონტრიბუტორი არიან მომსახურების დარგები. სწორედ მომსახურების დარგები არიან საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები. რომ დავაჯამოთ ეს მომსახურების დარგები დაახლოებით 80%-მდეა მათი წილი ეკონომიკაში და ის დინამიკაში მზარდია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ჩამოყალიბდა სერვისების ეკონომიკად და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. 2021 წლიდან სახეზეა ძალიან საინტერესო ტენდენცია, სამი ახალი დარგი: ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინფორმაცია და კომუნიკაცია და ასევე განათლება. ეს არის ის დარგები, რომელსაც ძირითადი კონტრიბუცია აქვთ ამ ზრდაში, როცა წინა პერიოდებში მათი კონტრიბუცია შედარებით ზომიერი იყო. ასევე იზრდება ტრადიციული დარგები, საქართველოს ეკონომიკა არის კარგად დივერსიფიცირებული თითოეული სექტორის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ სექტორის მიხედვით ზრდის წყაროებიც დივერსიფიცირებულია. ასევე ზრდას ვხედავთ ტრადიციულ დარგებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და ასე შემდეგ. როდესაც ისმის კითხვა, მომავალში შენარჩუნდება თუ არა ეს მაღალი ტემპები და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენი პასუხი ამაზე არის, რომ ეს ახალი დარგები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას, რომ ეს პოტენციალი გაფართოვდეს, რომელიც არიას მაგალითად ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში. რაც თავის მხრივ გულისხმობს შუა დერეფნის ათვისებას. რაც შეეხება ინფორმაციასა და კომუნიკაციას, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს აქ ადგილის დაკავებას და ჩვენც ვხედავთ, რომ IT სექტორიდან მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება. კონკურენცია დიდია და ყველა ხვდება, რომ ამ დარგისაა მომავალი. IT სექტორი არის სავალუტო შემოსავლის ახალი, სწრაფად მზარდი წყარო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ასე გაგრძელდეს, რადგანაც ხელს უწყობს სავალუტო ნაკადების შემოდინებას. ასევეა განათლების სექტორი, ბოლო პერიოდში უცხოელი სტუდენტების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანაშია კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი უცხოელი სტუდენტი მივიღოთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, სადაც 2021 წლიდან საკმაოდ კარგ ტენდენციას ვხედავთ. კერძო სექტორის ინვესტიციები, რომელიც მანამდე იყო შემცირებული, უკვე ბოლო წლებში ზრდის ტემპს ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდის ტემპი შენარჩუნდეს და რადგანაც დღეს განხორციელებული ინვესტიცია არამხოლოდ დღევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს, არამედ ის მომავალი წლების პოტენციურ ეკონომიკურ ზრდასაც უწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმ მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნება და ამ ინვესტიციების ხელშეწყობა. როდესაც ამ 3 ახალ დარგებზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია, ის გამოწვევები, რაზეც ვფიქრობთ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს, რათა ამ დარგების პოტენციალი იყოს გაფართოებული. მაგალითად, რომ შევხედოთ ლოგისტიკის ინდექსს, მის სხვადასხვა კატეგორიებს, ლოგისტიკის კომპეტენციას, ლოგისტიკის ინფრასტრუქტურას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები და ღონისძიებებია გასატარებელი. საუბარი მაქვს, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის ინვესტიციებზე. ანუ ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ასევე თუ სად ვართ ტექნოლოგების დანერგვის კუთხით სად ვართ, AI-ს მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა და იმისთვის, რომ უფრო ეფექტური და კონკურენტული გავხდეთ მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას. როდესაც ვხედავთ გარკვეულ გამოწვევებს“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ძალის დეფიციტზე და სექტორების ჭრილში გარკვეულ გამოწვევებს ვხედავთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დანერგვა, უნარების განვითარება, რომ ეს პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
უახლესი
6 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო