ამერიკელი ბიზნესმენი ოსტინ რასელი, რომელიც ფლობს Luminar Technologies-ს, ჟურნალ Forbes-ის საკონტროლო პაკეტს $800 მილიონად ყიდულობს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
საუბარია 82%-იან წილზე, მათ შორის იმ ნაწილზე, რომელიც Forbes-ის ოჯახს ეკუთვნის.
ჰონგ კონგში დაფუძნებული Whale Media Investments, რომელიც ადრე ფლობდა ჟურნალს, უმცირესობის აქციონერი დარჩება.
რასელის მიერ შეძენილი ბიზნეს-გამოცემა ამჟამად მომგებიანია, ამბობენ წყაროები.
მილიარდერი ოსტინ რასელი კომპანია Luminar Technologies-ის დამფუძნებელია, რომელიც უსაფრთხოების სისტემებისთვისა და ავტოპილოტებისთვის აწარმოებს სენსორებს და ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას.
უახლესი